მიყვარს ჩემი სამშობლო. მართალია სკოლაში ისტორია არ იყო საგანი, რომელსაც საუკეთესოდ ვითვისებდი, მაგრამ ძნელია საქართველოს ისტორიაში გამოგრჩეს ის ფაქტი, რომ მოსვენება არ აქვს ამ თითისტოლა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე.
ეწამა ჩვენი ლამაზი საქართველო. მრავალჯერ, მრავალგზის, მრავალნაირად და მრავალთაგან. ეწამა არა, ეწამება დღესაც, ამ წუთს, წამს.
ვარსებობთ. ღვთის წყალობით და საქართველოსავით ნაწამები ვაჟკაცებით...
უნივერსიტეტში ვიყავი, როცა წავიკითხე ინფორმაცია ტატუნაშვილის ცხედარის გადმოსვენების შესახებ. ჰუმანური აღწერის მიუხედავად მეტკინა ის თითოეული ჭრილობა თუ დაზიანება, რაც მიაყენეს მის გაუტეხავ სულსა და სხეულს.
ჩემი თითოეული ნერვი განიცდიდა უზომო მწუხარებას და ზიზღს, სიძულვილს მათი დაუსრულებელი არაადამიანურობისადმი! სისხლი გამეყინა...
დავიტირე.
თავს საქართველოდ ვგრძნობდი, რომელსაც მორიგი შვილი უწამეს, რომელმაც იგრძნო, რომ ამ შვილმა მისთვის გაწირა თავი და ვალდებულია, იარსებოს და გაუძლოს, ვალდებულია!!!
აღზარდა, გმირი აღზარდა, ტატუნაშვილის მშობელო, გამზრდელო დედავ, იამაყე გმირის დედა გქვია, სხვა რა გაქვს სანუგეშებლად, რა...