ხშირად წავწყდომივარ მომენტებს, ან თუნდაც პოსტებს, რომლებიც შეიცავენ რომელიმე სახის შეცოდებას ერის წინაშე, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება საყოველთაო აღშფოთება, უკმაყოფილება, ვაი-ვიში, ერთი ამბავი და ,,რა გვეშველება'' ფრაზები.
კითხვა მაქვს:
- არ მოგბეზრდათ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, გაკრიტიკება, სხვისი ნაკლის საჯაროდ გამოტანა და ამ ფაქტის მხოლოდ იმ მიზეზით გამართლება, რომ ,,ვიღაცამ ერი უნდა გამოაფხიზლოს''???
შეიძლება ძალიანაც სწორს ამბობდეთ და, როგორც წესი, ამგვარი საქციელი საფუძველს მოკლებული არ არის ხოლმე, მაგრამ, თუ გგონიათ, რომ მხოლოდ ფაქტის გამოფენით და ამის საჯაროდ გასამართლებით ვინმეს რამეს შეაგნებინებთ, ძალიან ცდებით! არა, ჩემი კარგებო, ნუ იფიქრებთ, რომ ამ გზით კარგ შედეგს მიიღებთ.
თუ მაინცდამაინც გული შეგტკივათ ჩვენს მენტალობაზე, ან ზოგადად, დღევანდელ ყოფაზე, თქვენი თავიდან დაიწყეთ.
იცხოვრეთ ისე, როგორიც გინდათ, რომ იყოს სამყარო. გვიჩვენეთ მაგალითი - ,,21-ე საუკუნის მოაზროვნე ადამიანი'', ამის გაზიარებას ხომ წინ არაფერი უდგას...
ოღონდ სათითაოდ გთხოვთ, ნუ გამოქექავთ ყოველი ფაქტისგან რაღაც ნეგატიურს და ნუ შეეცდებით ამის აფიშირების მაგალითზე მიგვახვედროთ ზოგად ჭეშმარიტებებს.
მიბაძეთ მათ, ვინც მოგწონთ და მიეცით შანსი სხვასაც, რომ მოგბაძოთ თქვენ.