Thursday, July 5, 2018

ნარკოზიდან ახალგამოსულის ტოპ 4 ფიქრი/კითხვა:

ნარკოზიდან ახალგამოსულის ტოპ 4 ფიქრი/კითხვა:

1. ისე, ნარკოზის დროს სიზმარი რომ ნახო შეიძლება?? (ექთანს)

2. რომ ვთქვა ,,საკაიფო'' იყოთქო, სისულელე იქნება?? (ექთანს)

3. ,,ნათურას რომ ვუყურებ ვმშვიდდები'' (ფიქრი)

4. /იხსენებ პაგანინის მე-4 კაპრისის მელოდიას/... (კიდევ კარგი მხოლოდ გონებაში)

Saturday, June 23, 2018

#მოტივაციახელოვანებს

😾 დიახ! გაბრაზებული ვარ!!!
ძალიან ნელი რეაქცია გვაქვს ხელოვნებაზე, როგორც ჩანს.
(ეს მაგალითი იმიტომ არ მომყავს, რომ მე გავაკეთე. უბრალოდ, ყველაზე ნათლად გამოხატავს ჩემს სათქმელს).

როცა შეუიარაღებელი თვალით მსოფლიოში ყველაზე პატარა ვერსია იქმნება ამ ნამუშევრისა  ა ქ , საქართველოში, არა მხატვრის მიერ, ხალხის (ჩემს მეგობრებზე მეტად, რომელთაც ჩემს მიერ უბრალოდ გასმული ხაზიც მოეწონებათ სიყვარულის გამო, უცნობ ხალხზე უფრო მაქვს საუბარი) რეაქცია არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რაც მაფიქრებინებს ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გამოუკვებლობაზე. სერიოზულად მაფიქრებს ეს თემა.
ახალი ამბავი არ არის, დიახ, სულიერად მშვრები არიან ახალგაზდა ხელოვანები! ისინი ოთხი კედლისთვის არ ქმნიან, ხალხო! უნდა მიიღოთ მათი ხელოვნება, შეაფასოთ, გააზიაროთ (ინტერნეტით, სიტყვიერად თუ ნებისმიერი სხვა შესაძლო მეთოდით). ეს შემოქმედების სასიცოცხლო ნაწილია! ნამუშევრებში იდება მთელი გული, სული, ენერგია, დრო, მოტივაცია, ემოციააა!!! ცალმხრივი კი არაფერი ვარგა. თუ რაღაცა ფორმით უკან არ დაბრუნდა ჩვენს მიერ გაცემული ზემოთ ხსენებული, ტანჯვაა!
ამიტომ, ნებისმიერ ახალგაზრდა, ახალფეხადგმულ ხელოვანს განსაკუთრებით, დაუდექით მხარში, გამოხატეთ რეაქცია, მიეცით რჩევები, გაუზიარეთ თქვენი პირადი ემოცია კონკრეტულ თუ ზოგად შემოქმედებაზე და რაც მთავარია, გაუზიარეთ სხვებს მათი ნამუშევრები ნებისმიერი ფორმოთ!!! ეს უდიდეს მოტივაციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს!!!

ესეც ჩემი ,,მესიჯი'' საზოგადოებას

გმადლობთ

#მოტივაციახელოვანებს

Thursday, March 22, 2018

(უახლეს გმირზე)

მიყვარს ჩემი სამშობლო. მართალია სკოლაში ისტორია არ იყო საგანი, რომელსაც საუკეთესოდ ვითვისებდი, მაგრამ ძნელია საქართველოს ისტორიაში გამოგრჩეს ის ფაქტი, რომ მოსვენება არ აქვს ამ თითისტოლა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე.

ეწამა ჩვენი ლამაზი საქართველო. მრავალჯერ, მრავალგზის, მრავალნაირად და მრავალთაგან. ეწამა არა, ეწამება დღესაც, ამ წუთს, წამს.
ვარსებობთ. ღვთის წყალობით და საქართველოსავით ნაწამები ვაჟკაცებით...

უნივერსიტეტში ვიყავი, როცა წავიკითხე ინფორმაცია ტატუნაშვილის ცხედარის გადმოსვენების შესახებ. ჰუმანური აღწერის მიუხედავად მეტკინა ის თითოეული ჭრილობა თუ დაზიანება, რაც მიაყენეს მის გაუტეხავ სულსა და სხეულს.
ჩემი თითოეული ნერვი განიცდიდა უზომო მწუხარებას და ზიზღს, სიძულვილს მათი დაუსრულებელი არაადამიანურობისადმი! სისხლი გამეყინა...

დავიტირე.
თავს საქართველოდ ვგრძნობდი, რომელსაც მორიგი შვილი უწამეს, რომელმაც იგრძნო, რომ ამ შვილმა მისთვის გაწირა თავი და ვალდებულია, იარსებოს და გაუძლოს, ვალდებულია!!!

აღზარდა, გმირი აღზარდა, ტატუნაშვილის მშობელო, გამზრდელო დედავ, იამაყე გმირის დედა გქვია, სხვა რა გაქვს სანუგეშებლად, რა...

Saturday, February 3, 2018

#ჩემისიყვარულისისტორია


ერთი ნახვით შეყვარების არსებობაზე ეჭვის შეტანასაც ვბედავ, თუმც ვიაზრებ, რომ თავად ვარ ასეთი სიყვარულის ,,მსხვერპლი''.
ძალიან ადრე შემიყვარდა. ამას ახლა ვიაზრებ.
ასეთ ასაკში რამ მომხიბლამეთქი, გაოცებანარევად რომ ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, ვხვდები, რომ მაშინაც კი მხიბლავდა ლამაზი ხმის ტემბრი და მოქნილი აღნაგობა.
მახსოვს, სულ პატარა ბავშვი ვიყავი პირველად რომ დავინახე. უფრო სწორად, მეცინება და...გავიგონე. საუბრობდა ზემოთ სართულზე. ავირბინე და მორცხვად ცალი თვალი შევაპარე.
ისიც ბავშვი იყო. ტკბილი, ხავერდოვანი ხმის შესაბამისად მშვენიერი აღნაგობით. მოვისურვე მასთან მეგობრობა. ალბათ ეს ყველაზე გაბედული, თამამი და სწორი ნაბიჯი იყო ჩემი გოგოური ცხოვრების მანძილზე.
ის კი არ ვიცი როდის მივხვდი რომ მიყვარდა.
მისგანაც ვგრძნობდი რაღაცას. ცალმხრივად მსგავსი ურთიერთობის შენარჩუნება ხომ შეუძლებელია?!
ეს მას არასოდეს უთქვამს. არც კი წამოსცდენია რომ ვუყვარვარ. ზოგჯერ ამის გამო დარდიც კი მომრევია.
მაგრამ თუ არსებობს, ნეტავ, ძალა, რომელიც ჩემი ფიქრის ტალღას შებოჭავს.
...და ახალი წლის წვიმიანი ღამესავით იმედგამაცრუებლად მახსენდება, როგორ გავუბრაზდი. ჭკუიდან შემშლელად მაგონდება მისი სახე და თვალები, რომლებსაც ოდნავადაც კი არ მოსცილებიათ ის სითბო და სიყვარულით სავსე გამომეტყველება, რაც მანამდე ჰქონდა. ასკეტური მოთმინებით დუმდა. ამ დუმილმა შემარცხვინა.
...და როცა ჩემმა გაუაზრებელმა მჭევრმეტყველებამ უფლება მისცა რამე ეთქვა...
...ხმა
რომელიც გონებას მაკარგვინებდა, ხმა, რომლოს გაგონებისასაც ჟრუანტელი მივლიდა და წამი მესიცოცხლებოდა...ერთადერთი იყო, რამაც ოდნავშესამჩნევად გასთქვა მისი კარგადნაცადად დამალული გულისტკივილი.
...და როგორ ვინანე.
ვინანე
ვიფიქრე
მოვიფიქრე
ან ვერ მოვიფიქრე
მართლა სიტყვებია საჭირო სიყვარულის დასამტკიცებლად???..