😾 დიახ! გაბრაზებული ვარ!!!
ძალიან ნელი რეაქცია გვაქვს ხელოვნებაზე, როგორც ჩანს.
(ეს მაგალითი იმიტომ არ მომყავს, რომ მე გავაკეთე. უბრალოდ, ყველაზე ნათლად გამოხატავს ჩემს სათქმელს).
როცა შეუიარაღებელი თვალით მსოფლიოში ყველაზე პატარა ვერსია იქმნება ამ ნამუშევრისა ა ქ , საქართველოში, არა მხატვრის მიერ, ხალხის (ჩემს მეგობრებზე მეტად, რომელთაც ჩემს მიერ უბრალოდ გასმული ხაზიც მოეწონებათ სიყვარულის გამო, უცნობ ხალხზე უფრო მაქვს საუბარი) რეაქცია არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რაც მაფიქრებინებს ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გამოუკვებლობაზე. სერიოზულად მაფიქრებს ეს თემა.
ახალი ამბავი არ არის, დიახ, სულიერად მშვრები არიან ახალგაზდა ხელოვანები! ისინი ოთხი კედლისთვის არ ქმნიან, ხალხო! უნდა მიიღოთ მათი ხელოვნება, შეაფასოთ, გააზიაროთ (ინტერნეტით, სიტყვიერად თუ ნებისმიერი სხვა შესაძლო მეთოდით). ეს შემოქმედების სასიცოცხლო ნაწილია! ნამუშევრებში იდება მთელი გული, სული, ენერგია, დრო, მოტივაცია, ემოციააა!!! ცალმხრივი კი არაფერი ვარგა. თუ რაღაცა ფორმით უკან არ დაბრუნდა ჩვენს მიერ გაცემული ზემოთ ხსენებული, ტანჯვაა!
ამიტომ, ნებისმიერ ახალგაზრდა, ახალფეხადგმულ ხელოვანს განსაკუთრებით, დაუდექით მხარში, გამოხატეთ რეაქცია, მიეცით რჩევები, გაუზიარეთ თქვენი პირადი ემოცია კონკრეტულ თუ ზოგად შემოქმედებაზე და რაც მთავარია, გაუზიარეთ სხვებს მათი ნამუშევრები ნებისმიერი ფორმოთ!!! ეს უდიდეს მოტივაციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს!!!
ესეც ჩემი ,,მესიჯი'' საზოგადოებას
გმადლობთ
#მოტივაციახელოვანებს
No comments:
Post a Comment