ღიმილი ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას. ძალიან ხშირად ის შინაგანი სიძლიერის გამოხატულებაა. დიახ, სიძლიერის.
როგორ ფიქრობთ, ძალიან ადვილია უზარმაზარი, კოსმოსისხლეა შინაგანი სამყაროს ჩაკეტვა ერთ მუჭა გულში და შენახვა მთელი ამ სამყაროს ემოციებისა?
როგორ ფიქრობთ, ადვილია ისე ცხოვრება, როცა სხვისი ემოციური კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი?
ძალიან ხშირად სწორედ ღიმილია იზოლაციის საშუალება. ღიმილია საკუთარი თავისადმი ტკივილის მიყენების ერთ-ერთი მეთოდი.
ღიმილი... არადა რა ლამაზია. სულ ყველგან და ყოველთვის და ყველა ადამიანში ლამაზია.
ვიბნევი. ვეღარ ვხვდები როცა მიღიმიან მართლა უხარიათ თუ...სტკივათ.
No comments:
Post a Comment