თენდება.
როცა წარმოვიდგენ რომ მთაში ასე იბადება მზის პირველი სხივები, მაშინ უფრო მწარედ ვგრძნობ, თუ რა ბინძურ გარემოში მიწევს ყოფნა.
ვცდილობ ღრმად ჩავისუნთქო დილის ჰაერი, მაგრამ ეს უფრო მიხუთავს სულს.
თვალებს ვხუჭავ და წამში ამ გიგანტური მთების წინ აღმოვჩნდები.
უზარმაზარი გოლიათები საოცარ უსუსურებას მაგრძნობინებენ.
თავისუფლებასაც მარძნობინებენ. ისეთ თავხედ თავისუფლებას, რომ შეიძლება ჭკუიდან შემშალოს...
ფიქრიც კი მეზღუდება. ყოველ დილით ამაზე რომ ვიფიქრო სრულიად უუნარო გავხდები.
ეს დილა კი მიყვარს <3 ასეთი დღეები არც ისე ბევრია, როცა თავს უფლებას ვაძლევ გავაბა ფიქრების ჯაჭვი, გადავეშვა ოცნებად ქცეულ სამყაროში, უსაზღვროდ მინდოდეს ყოფნა იქ, სადაც ყველაზე კარგად მესმის საკუთარი თავის, სადაც ფიქრს ვერ შემიშლის ვერც მანქანების, ვერც მშენებარე კორპუსის ხმაური, ვერც ყოველდღიური რუტინული ყოფა, ვერც მატერიალური მოვალეობები, რომ მოვუსმინო საკუთარ გულისცემას, ვიტირო, თუნდაც ხმამაღლა, განვიმოსო, სულიერად განვიმოსო ყვეეელაფრისგან, ყოველი ამ ცხოვრების ძალით მიკერებული ზედმეტობისგან...
იქ, სადაც მაქვს სიმშვიდის ფუფუნება.
საოცრებაა.
სიმშვიდეა.
ხელოვნებაა.
გადარევაა.
ბედნიერებაა.
თავისუფლებაა მთა. 💙
Friday, October 13, 2017
დილის ფიქრი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment