Wednesday, December 28, 2016

ფიქრი გაცვეთილ თემაზე

  პატარა ბიჭუნა დიდ ბიჭუნას (გაბრწყინებული და ენთუზიაზმმორეული თვალებით):
- ნახე, სპაიდერმენი დავხატე!
  დიდი ბიჭუნა გამოცდილი ადამიანის ხმით:
   - ეს ხელი ცოტა მარცხნივ, შუქჩრდილი აქეთ დაუმატე, აქეთ უნდა წაშალო, სიმეტრიულად გასასწორებელია, თვალიც, კარგად რომ დაუკვირდე...
   პატარა ბიჭუნა უკომენტაროდ, სახეზე გაოცებანარევი ღიმილშემშრალი.
  
   ფიქრი:
  
   ,,პირდაპირობაო..არა, გამიგია პირდაპირობა ძალიან კარგი თვისებააო, ზურგს უკან არ უნდა ილაპარაკოო, ზურგს უკან თუ ილაპარაკებ ცუდი ადამიანი იქნებიო,არ იქნები სწორიო..
   განა არ ვეთანხმები?? ვეთანხმები, მაგრამ..
   არა, ხალხო, არა! არ ქვია პირდაპირობა ნებისმიერი სიმართლის პირში მიხლას! ეს უფრო უტაქტობა და დაუფიქრებლობაა.
   დიახ, პირდაპირობა საჭიროა, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს, ყველაფრის თქმასაც თავისი ტაქტი სჭირდება.
   ნამდვილად გასათვალისწინებელია ადამიანის ხასიათი, მისი შესაძლებლობები და სიტუაცია. დასაფიქრებელია, რომ უარყოფითი შედეგი არ მოვუტანოთ ჩვენი სიკეთის ქმნის სურვილით (ან, ვინ იცის ,,მე პირში მთქმელი  ვარ''-ისთვის) ადამიანს.
   ილიაზე მეტი სიმართლის მთქმელი ვინ ჰყავდა ჩვენს ერს? მწარედ, მაგრამ ყოველთვის დიპლომატიურად გვანახებდა ჩვენს ნაკლოვანებებს და სარკის წინ გვაყენებდა. 
   ჰაჰჰ, ახლა რომ ეს ჩემი ფიქრი ვინმემ გაიგოს, პატარა ბავშვების სულელურმა დიალოგმა რა ზოგადსაკაცობრიო თემებზე დააფიქრაო, მაგაზე მეტი დარდი არ გქონდესო, ამაზე ბევრად მეტი დასაფიქრებელი გვაქვს ამ ცხოვრებაში, მაინცდამაინც ჩვენ რომ არ ვუწყოთ ხასიათი ყველასო,მოგცლიაო მეტყვიან და ალბათ გაიცინებენ კიდეც.'' - ვფიქრობდი და ეს ფიქრი არც არავისთვის გამიზიარებია.

No comments:

Post a Comment