Sunday, December 25, 2016

სიკვდილზე

  -სიკვდილი.
  გვისწორებენ:
  -გარდაცვალება.
  მაინც შიშს იწვევს.ზოგჯერ გაუცნობიერებელს,ზოგჯერ გაცნობიერებულს.
   გვიფიქრია,რატომ?
   არის ეს ჩვენი ახლობლების მიტოვების განცდა? თუ ტკივილის გვეშინია? შეიძლება ის შეუცნობელი სამყარო გვაშინებს,რასაც ,,იქით'' ველოდებით.ან არ ველოდებით..
  -ბანალურია.
   გარდაცვალება გარდაცვალებაა(და არა სიკვდილი.სიკვდილი ალბათ სამუდამო დასასრულს ნიშნავს).საინტერესოდ დამამშვიდებელი  ვერსიაა მათთვის,ვისაც ზემოთხსენებული სიტყვა აშინებს.
(-მაინც ბანალურია).
   გარდაცვალება დაბადებაა. სხვა სამყაროში დაბადება. დაბადება იქ, სადაც უკვე გარდავიცვალეთ. ადამიანად გარდავიცვალეთ.
  -შვებაა.

No comments:

Post a Comment